ივლისი 18, 2018
weather cur airplane horoscope tv

რუსთავის მერია საკუთარი პიარისთვის 160 ათას ლარს დახარჯავს

19:00 - 12 თებერვალი 2018 hits 1652
ფოტოზე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ფოტოზე რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა

ქალაქ რუსთავის მერიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მედიით გავრცელებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 000 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებული „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ ყოფილ პარლამენტარს როლანდ მგალობლიშვილს ეკუთვნის.

მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, რომელიც 2018 წლის 25 იანვარს დასრულდა, მისმა ერთადერთმა მონაწილემ - სააქციო საზოგადოება „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ“ გაიმარჯვა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 5 თებერვალს გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 1 წლის განმავლობაში უნდა მოახდინოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით სიუჟეტების და ვიდეორგოლების დამზადება-განთავსება; მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების შესახებ გადაცემებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიწვევა; მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და სოციალური რეკლამის განთავსება; ასევე თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ გასულ გადაცემებში თვითმმართველობის თანამშრომლების პატივიღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა. 

აღსანიშნავია, რომ იგივე მიზნებისათვის რუსთავის მერიამ როგორც 2016, ისე 2017 წელს 180 000 ლარი, ანუ ორი წლის განმავლობაში 360 000 ლარი დახარჯა. ორივე შემთხვევაში მერიისთვის სარეკლამო მომსახურება „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ“ განახორციელა, რომელმაც ტენდერებში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა. 

„ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ 1998 წელს შპს-ს ფორმით დაფუძნდა, შემდეგში კი სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. კომპანიის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა როლანდ მგალობლიშვილი, რომელიც 2002-2004 წლებში პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, მანამდე კი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 

იმავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია როლანდ მგალობლიშვილის მეუღლე ეთერ ჯოლიაც, ხოლო დირექტორის პოზიცია მათ შვილს გიორგი მგალობლიშვილს უკავია. 

როლანდ მგალობლიშვილი, რომელიც რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეა, შპს ტელეკომპანია მარნეულის 100 % წილის (საიდენტ N 416304127) მესაკუთრეცაა. გარდა ამისა, იგი მეუღლესთან ერთად არის ბიზნეს ცენტრ „სასტუმრო რუსთავის“ მფლობელიც. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]