აგვისტო 15, 2018
weather cur airplane horoscope tv

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული რუსულენოვანი ტელეკომპანია უკვე ეთერშია

00:45 - 13 თებერვალი 2018 hits 744

პირველი რუსულენოვანი რეგიონული მაუწყებელი TOK TV სამცხე-ჯავახეთში უკვე ეთერშია და დღეიდან myvideo-ს პლატფორმაზეც ჩაირთო. ტელეკომპანია მაყურებელს ამ დროისთვის რუსულ ენაზე სთავაზობს გადაცემებს „აგროსიახლეები“; ყოველკვირეულ ტელე-ჟურნალს „სათვალე“, რეგიონებში განვითარებული მთავარი მოვლენებით. გადაცემაში არის სპეციალური ჩანართი რვEUლი, მნიშვნელოვანი ინფორმაციით ევროკავშირის შესახებ.

„რამდენიმე კვირაში სამაუწყებლო ბადეს დაემატება ახალგაზრდული სადისკუსიო პროგრამები რუსულ ენაზე, რისთვისაც უკვე გამოცხადებული გვაქვს კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბილინგვური ჯგუფის სტუდენტების შესარჩევად. ვმუშაობთ მუსიკალურ-შემცნებითი გადაცემის ფორმატზეც. ჩვენს მიერ წარმოებული გადაცემების გარდა, TOK TV-ს მაყურებლისთვის ხელმისაწვდომია მაღალი ხარისხის ევროპული პროდუქცია, რომელსაც DW აწარმოებს. მაყურებელს ჩვენს ეთერში ასევე შეუძლია BBG-ს სატელევიზიო პროდუქციის ნახვაც, საინფორმაციო, გასართობი და შემეცნებითი პროგრამები. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ესტონეთის ტელემაუწყებლებთან, პროდუქციის გაზიარების თაობაზე. ცოტა ხანში პროგრამულ ბადეს დასავლური სერიალებიც დაემატება“,- უთხრა „რეგინფოს“ TOK TV-ის განვითარების მენეჯერმა ნინა ხელაძემ.

TOK TV სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებულ სიღრმისეულ რეპორტაჟებსა და ჟურნალისტურ გამოძიებებსაც თარგმნის და სამცხე ჯავახეთის მცხოვრებლებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

ახალი ტელეარხის მაუწყებლობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მთლიანად მოიცავს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გარდა. ტელეკომპანიის მიზანია რეგიონში რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეთნიკური სომეხია, დაახლოებით 80%-მა კი ქართული ენა არ იცის, კონკურენცია გაუწიოს რუსეთის არხებს და ადგილობრივებისთვის ინფორმაციის მიღებისა და გართობის ალტერნატიულ საშუალებად იქცეს.

„ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ მთლიანად ჩავხსნით რუსულ არხებზე დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ წილ სარეველას ნამდვილად მოვთხრით. შევავიწროვებთ რუსეთის არხებს ადგილზე. ეს არის ჩვენი ამბიცია და ამას მოვახერხებთ“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი, TOK TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

2016 წელს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რუსულ არხებს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის 40 %-ზე მეტი უყურებს, ასევე მაღალია სომხური არხების ყურების მაჩვენებელი, ქართული ეროვნული მაუწყებლების მაჩვენებელი კი 10 %-მდეც ვერ აღწევს. რუსული არხებს შორის NTV და ORT ლიდერობენ.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 160 504 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 38 895 ახალციხის მუნიციპალიტეტში, 16 462 ადიგენში, 10 372 ასპინძაში, 45 070 ახალქალაქში, 25 214 ბორჯომში და 24 491 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 81 089 ადამიანი ეთნიკური სომეხია. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 57 610 ადამიანი არ ფლობს ქართულ ენას.

 

ამ თემაზე:

პირველი რუსულენოვანი არხი სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობას ახალ წლამდე დაიწყებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]