weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

მარტვილის საკრებულოში გაუქმებულ კომისიას და ფრაქციას ბიუჯეტიდან საწვავს აძლევდნენ

11:05 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018
ფოტოზე 2014 წლის მოწვევის საკრებულოს სხდომა ფოტოზე 2014 წლის მოწვევის საკრებულოს სხდომა ფოტო © მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მარტვილის საკრებულოში, ფრაქციისა და კომისიის გაუქმების შემდეგ, მათ ყოფილ  თავმჯდომარეებს ბიუჯეტის ხარჯით შეძენილ საწვავს აძლევდნენ. საწვავი ასევე გაიცა შვებულებაში მყოფი 7 საჯარო მოსამსახურის კერძო ავტომანქანებზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, მარტვილის საკრებულოში შექმნილმა მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ 2016 წლის 21 ივლისს ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება და აქტივობა საერთოდ აღარ განუხორციელებია (არ ჩატარებულა სხდომები, კომისიის წევრები არ გასულან ობიექტების დასათვალიერებლად), იმავე წლის 9 აგვისტოს კი კომისია ოფიციალურად გაუქმდა. მიუხედავად ამისა, კომისიის საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, მისი ყოფილი თავმჯდომარის კუთვნილ ავტომანქანაზე გაიხარჯა ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი 201.6 ლიტრი საწვავი. 

2016 წლის 4 ივლისს გაუქმდა საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, თუმცა, 5, 9 და 10 ივლისს, გაუქმებული ფრაქციის თავმჯდომარის ავტომანქანაზე გაიხარჯა 30 ლიტრი საწვავი. 

გარდა ამისა, 2016 წლის განმავლობაში, 7 საჯარო მოსამსახურეს, შვებულებაში ყოფნის დროს, კერძო საკუთრებაში არსებული ავტომანქანებისთვის მისცეს 323 ლიტრი საწვავი. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მუნიციპალიტეტის მიერ ამგვარად გაცემული საწვავი არამიზნობრივ ხარჯს წარმოადგენს. მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით, მარტვილის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი ფუნქციების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 6 სამორიგეო ავტომანქანა. რეალურად,  მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 5 სამორიგეო და ცალკეული საჯარო მოსამსახურეების საკუთრებაში არსებული 59 - 61 ავტომანქანით. საერთო ჯამში, 2016 წელს მუნიციპალიტეტის მიერ ავტომანქანებზე 117 400 ლარის ღირებულების საწვავი გაიხარჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]