weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ახალციხის მერიამ სტუდენტებისთვის 1000 ლარიანი სტიპენდია დააწესა

11:26 პარასკევი, 16 თებერვალი 2018
ახალციხის მერიამ სტუდენტებისთვის 1000 ლარიანი სტიპენდია დააწესა ფოტო Ⓒ სამხრეთის კარიბჭე

ახალციხის მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტებისთვის 1000 ლარიანი სტიპენდია დააწესა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს.

საკრებულოს დადგენილების მიხედვით, სტიპენდია იმ სტუდენტებზე გაიცემა, ვისაც სემესტრის განმავლობაში ყველა სალექციო კურსში მიღებული ექნება 91–100 ქულა, ანუ A კატეგორიის შეფასება. გარდა ამისა, სტუდენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ახალციხის ტერიტორიაზე იყოს რეგისტრირებული. იმ შემთხვევაში თუ 10-ზე მეტი წარჩინებული სტუდენტი გამოვლინდება, უპირატესობა მიენიჭებათ მათ, რომლებიც სოციალურად დაუცველები, ობლები, დევნილები, მრავალშვილიანი ან ომის ვეტერანების ოჯახიდან არიან.

სტიპენდია ორ სემესტრზე გადანაწილდება - ერთ სემესტრში სტუდენტი 500 ლარს მიიღებს, დარჩენილ თანხას კი მეორე სემესტრის ბოლოს. 

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]