weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საწვავმზიდს, რომელიც გომბორის გზაზე აფეთქდა, 23 ტონა დიზელი გადაჰქონდა

18:47 შაბათი, 17 თებერვალი 2018

გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან გადაბრუნებულ და აფეთქებულ საწვავმზიდს 23 ტონა დიზელი გადაჰქონდა. საწვავმზიდი კომპანია „სოკარს“ ეკუთვნოდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები იმ ტერიტორიას სწავლობენ, სადაც საწვავი დაიღვარა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დაიწყება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რის შემდეგაც დაანგარიშდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

თელავი-გომბორის გზაზე საწვავმზიდი დღეს გადატრიალდა და აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მეხანძრეებმა დროული რეაგირების შედეგად ხანძრის ტყეზე გავრცელება აღკვეთეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის განადგურებას ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]