weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახეთში 26 წლის მამაკაცი მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდა და დაიღუპა

12:18 კვირა, 18 თებერვალი 2018

გურჯაანის სპირტის ქარხნის ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტიდან 26 წლის დათო ოდიკაძე გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მუშა შემდუღებლებს ეხმარებოდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მშენებარე ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. ისინი მომხდარის ობიექტურად გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.

სპირტის ქარხნის დირექტორის ლადო ფოთოლაშვილის თქმით, სამუშაო, რომელსაც ახალგაზრდა ასრულებდა, მის მოვალეობაში არ შედიოდა. "ის იყო ზეინკლის თანაშემწე. მასთან შრომითი ხელშეკრულებაც ამაზეა გაფორმებული. საიდანაც გადმოვარდა, იქ არაფერი ესაქმებოდა", - უთხრა "რეგინფოს" ქარხნის დირექტორმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, სამუშაო ადგილებზე დაღუპული ადამიანების რაოდენობით საქართველოში შრომის უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა. სახალხო დამცველის მონაცემებით, 2013–2016 წლებში სამუშაო ადგილებზე 169 ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა. 2017 წლის მხოლოდ I ნახევარში დაიღუპა 18 ადამიანი და დაშავდა 34.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]