weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

იორმუღანლოს სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები აქციას მართავენ

12:07 ორშაბათი, 05 მარტი 2018

იორმუღანლოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თეა გურგენიძის შესაძლო გათავისუფლებას აპროტესტებენ. ბავშვები დღეს გაკვეთილებს არ დაესწრნენ და მშობლებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს. მშობლების თქმით, თეა გურგენიძეს თუ გაათავისუფლებენ, სკოლის წინ კარავს გაშლიან და ქართულის გაკვეთილებს იქ ჩაატარებენ.

„ქართული ენის ერთადერთი უმაღლესი დონის სპედაგოგია, რომელიც სოფელ იორმუღანლოში მოდის და ბავშვებს ასწავლის. ასეთ მასწავლებელსაც რომ გაუშვებ, ჩათვალე, რომ ქართული სექტორი გაჩერებულია. მიზეზად ასახელებენ ბავშვის ცემას. ჩვენ სკოლის დისციპლინური კომისიის წევრებს ველაპარაკეთ, მაგრამ ისინიც უარყოფენ. გვითხრეს, რომ იქ ცემაარ ყოფილა და მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირეს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა მეხრაბან კაზიმოვმა.

იორმუღანლოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის თქმით, რომელიც დღეს გამართულ აქციაში მონაწილეობდა, მანდატურები მას დაემუქრნენ, რომ ატესტატის აღება თუ უნდოდა, გაჩუმებულიყო და აქციაში მონაწილეობა არ მიეღო: „მასწავლებელს მხარს რომ ვუჭერთ და ვამბობთ, რომ ასეთი რაღაც არ შეიძლება, გვაშანტაჟებენ. ვითხოვთ, არ გაათავისუფლონ სკოლიდან ჩვენი მასწავლებელი“.

სკოლის დირექტორის ვაგიფ ახმედოვის თქმით, სკოლაში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა გურგენიძე მე-4 კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს ხელში კალამს ურტყამს და ყურს უწევს. „ეს არ არის მისი მხრიდან პირველი ასეთი შემთხვევა. გასულ წელს ბავშვს ყური აუწია და ამაზე საყვედური აქვს მიღებული. ჩვენ ის არ გაგვითავისუფლებია სამსახურიდან. მისი საქმე სკოლის დისციპლინურ კომიტეტს გადავეცით განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად. დღეს დილიდან საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსიც აქ არის და საქმის კურსშია. კომიტეტის სხდომა დღეს 3 საათზე გაიმართება“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]