weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ერეკლე მეორის სასახლის ეზოში უვარგისი ვიტრაჟები ყრია – გურამ ურჩუხაშვილი

14:38 ორშაბათი, 12 მარტი 2018

თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის განმარტებით, ერეკლე მეორის სასახლის ეზოში დაყრილი რამდენიმე ვიტრაჟი დაზიანებულია და აღდგენას არ ექვემდებარება, რის გამოც საცავში არ შეინახეს.

„ამ ვიტრაჟებს აბსოლუტურად არანაირი კულტურული ღირებულება არ აქვს. გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს მოხდა მუზეუმის აღდგენა და იმ დროს დამზადებული ვიტრაჟებია. რესტავრაციამდე სახლ-მუზეუმში ინსტიტუტი იყო განთავსებული და ჩვეულებრივი, სამოქალაქო შენობის სახე ჰქონდა. 3-4 ცალი ვიტრაჟი რაც ეზოშია, მთლიანად დამპალია. ეზოში ნარჩენ მასალასთან ერთად დავყარეთ, რადგან აბსოლუტურად ჩამოსაწერი და გასანადგურებელი იყო. ვიტრაჟების ნაწილი, რომელიც მუშაობის დროს იხსნებოდა და დავინახე, რომ ხე დამპალი არ იყო, ჩვეულებრივ შევიტანეთ საცავში და კედელზე მივაყუდეთ. ახლა მუხის მასალის ვიტრაჟებია ჩადგმული, ფერადი მინები კი უცხოეთიდან ჩამოიტანეს“, - განმარტავს გურამ ურჩუხაშვილი.

ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სასახლის ძველი ვიტრაჟები სამშენებლო ნარჩენებთან ერთად მუზეუმის ეზოში ყრია, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი 2012 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სასახლის ტერიტორიაზე დამონტაჟდა აივნების სვეტები, ჩატარდა კირით ლესვითი სამუშაოები, დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა. დამონტაჟდა ვიტრაჟები და გარე განათება. სასახლის რეაბილიტაცია 1 871 893 ლარი დაჯდა.

გურამ ურჩუხაშვილის ინფორმაციით, მუზეუმში ექსპოზიციის მოწყობა უახლოეს მომავალში დაიწყება და დამთვალიერებლებისთვის 18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღეს, საზეიმოდ გაიხსნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]