მაისი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

გარდაბნის ყოფილმა გამგებელმა 2 წლის ხელფასი გაჭირვებულებს გადაურიცხა

17:20 - 12 მარტი 2018 hits 34291

გარდაბნის ყოფილმა გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, რომელიც ამ თანამდებობას 2017 წლის 11 ნოემბრამდე იკავებდა, ორი წლის განმავლობაში მიღებული ხელფასის 100 % - 64 016 ლარი, - მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯა.

2016 წლის მარტში გოჩა ჯამარაულმა თავისივე სახელობის ფონდი დააფუძნა, სადაც საკუთარ ხელფასს სრულად რიცხავდა. ფონდიდან დახმარება გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს ეძლეოდათ.

„რეგინფო“ წერდა, რომ გოჩა ჯამარაული სამეწარმეო საქმიანობასაც ახორციელებს, - 2010 წლის 1 აგვისტოდან იგი შპს „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ერთ-ერთი პარტნიორი და კაპიტალის 60 % -ის მფლობელია. 2016 წელს მან სამეწარმეო საქმიანობიდან 900 000 ლარის, 2017 წელს კი 480 000 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო.

 

მსგავსი თემები:

ვინ არის ყველაზე მდიდარი გამგებელი საქართველოში

გარდაბნის გამგებელმა ერთი წლის ხელფასი მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯა

ახალციხის გამგებელმა ეკლესიის მშენებლობა 147 000 ლარით დააფინანსა

კახა კალაძემ ქველმოქმედებაში სამ წელიწადში 446 560 ლარი დახარჯა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]