weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველი დაინიშნება

10:42 სამშაბათი, 13 მარტი 2018

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრისთვის დროებითი მმართველი დაინიშნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით შექმნილმა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო.

სპეციალური ჯგუფი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელობითაა დაკომპლექტებული.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორთა ჯგუფმა ადგილზე კლინიკური, ადმინისტრაციული და ხარისხის კონტროლის მიმართულებით ვითარება შეისწავლა. ისინი დაწესებულებაში არსებული სიღრმისეული პრობლემების ლიკვიდაციისთვის სპეციალურ რეკომენდაციებს მოამზადებენ.

რამდენიმე დღის წინ, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმყოფებოდა. მისი განცხადებით, პაციენტები გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან. სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ფაქტობრივად არ არსებობს თერაპიული გარემო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]