ივნისი 24, 2018
weather cur airplane horoscope tv

ზუგდიდში 15 წლის ბიჭი დანით დაჭრეს

17:25 - 14 მარტი 2018 hits 493

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე 15 წლის ბიჭი დაჭრეს. ბავშვს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ბიჭი სავარაუდოდ ფეხბურთის სტადიონზე დაჭრეს. ადგილობრივების თქმით, მათ ყვირილი შემოესმათ, რის შემდეგაც მოედნიდან გამოსული დაჭრილი ბიჭი დაინახეს.

დაჭრის ფაქტს პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცივი იარაღის ტარება კანონით აკრალულია. იგი რიგ შემთხვევებში ადმინისტრაციული, ხოლო სხვა შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით ისჯება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს, რომ ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში − დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

დღეისათვის მოქმედი კანონით, პასუხისმგებლობა 16 წლის ასაკიდან განისაზღვრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]