weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

შოთაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე – ხელყუმბარის განადგურებით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა

14:40 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებული ხელყუმბარის განადგურებით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. შოთაძის თქმით, ხელყუმბარაზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და ექსპერტიზა ჩატარდა.

„რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს და სხვა მტკიცებულებებს, ამაზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოვწურავთ საგამოძიებო მოქმედებებს, მივიღებთ შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას. მხოლოდ ამის შემდგომ ვისაუბრებთ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებაზე, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნებზე“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი შოთაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, ხელყუმბარა, მისი ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ფარგლებში 19 იანვარს ააფეთქეს. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ეს მოქმედება ეჭვებს აჩენს ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ხელოვნურად განადგურებაზე, ამასთან, ოჯახის ადვოკატებს, ხელყუმბარაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა აღარ აქვთ.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, გვიან ღამით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა. თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა.

მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით იძიებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

 

ამ თემაზე:

რა გაირკვა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დანიშნული ექსპერტიზების შედეგად

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]