weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საოკუპაციო ძალებმა „საზღვრის“ უკანონო კვეთის ბრალდებით 2017 წელს 178 ადამიანი დააკავეს – სუს

13:26 ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

სუს-ის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ხაზების გასწვრივ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის წარმოება კვლავაც აქტუალურ პრობლემად რჩება

„საანგარიშო პერიოდმა მკაფიოდ აჩვენა, რომ აღნიშნული პროცესი საოკუპაციო ძალების მიერ დე ფაქტო უწყებებთან კარგად არის კოორდინირებული და მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების ე.წ. საზღვრების „დელიმიტაციის“ და „დემარკაციის“ პროცესში „ჩათრევას“. 2017 წელს კიდევ ორი დამატებითი ე. წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის („ხურჩა-ნაბაკევი“ და „ორსანტია-ოტობაია“) დახურვა მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ოკუპირებული გალის რაიონიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების და ადგილობრივ საზოგადოებებს შორის ინტერაქციის შეზღუდვას“, აღნიშნულია დოკუმეტში.

ანგარიშის მიხედვით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას და დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის „ბინადრობის უფლების“ მინიჭების საკითხზე დაწესებული შეზღუდვები, ოკუპირებული გალის რაიონისა და ცხინვალის რეგიონის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების ნაწილობრივ აკრძალვა და 2017 წელს ცხინვალის რეგიონში (სოფლები: ერედვი, ბერულა, არგვიცი და ფრისი) დევნილი ქართველების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართული ნგრევა.

სუს-ი ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მძიმე კრიმინოგენურ ვითარებასა და ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების არარსებობას ასახელებს. საქართველოში მოქმედი ერთადერთი ასეთი მისია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა (EUMM).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]