სექტემბერი 18, 2018
weather cur airplane horoscope tv

კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაული შესაძლოა დაიღუპა – მინისტრის მოადგილე

12:14 - 24 მაისი 2017 hits 2622

„მივიღეთ ინფორმაცია, რომ კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსორაულიც იყოს მათ რიცხვში. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენ ყველა მხარეს, კონგოს მთავრობას, გაეროს, წითელ ჯვარს ვთხოვეთ დადასტურება. დღეისათვის დასტური არ გვაქვს“,  – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დატყვევებული იყო ქართველი სამხედრო მფრინავი სოსო ოსორაული, ტყვეობიდან მისი გამოხსნის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.

„საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმყოფებოდა რეგიონში, ყველა მხარესთან იმართებოდა კონსულტაციები ბატონი ოსორაულის დახსნასთან დაკავშირებით, მაგრამ სიტუაციას ართულებდა ადგილზე შექმნილი მდგომარეობა, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გართულდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მომავალშიც ყველა რესურს გამოვიყენებთ, რომ  ჩვენი მოქალაქის ბედ-იღბალი გავარკვიოთ“, – განაცხადა ზვიად გონაძემ.

ბრიფინგს სოსო ოსორაულის ძმა გიორგი ოსორაულიც ესწრებოდა. „ინფორმირებული ვარ ყველა დეტალის შესახებ, რაზეც მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვფლობ ყველანაირ ინფორმაციას, რასაც თვითონ ფლობენ და რათქმაუნდა ამ ინფორმაციასაც არ ვეყრდნობით, იქიდან გამომდინარე, რომ არ ადასტურებენ ის წყაროები, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. უნდა დაველოდოთ მოვლენებს იქიდან გამომდინარე, რომ რამე კონკრეტული დაიდოს. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით“, – აღნიშნა გიორგი ოსორაულმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოგზაურობისგან უკიდურესი აუცილებლობის გარდა. ხოლო, იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ზვიად გონაზე მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

41 წლის სოსო ოსორაული თითქმის ოთხი თვეა რაც კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოვარდა. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა. ქართველი პილოტები მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიან კონგოელ მფრინავებს, რამდენიმე ქართველი საავიაციო ინჟინერი კი თვითმფრინავების ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფს.

თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაული ის სამხედრო მფრინავია, ვინც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, 2-3 საათზე ბოლო გაფრენა შეასრულა და II ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა. სპეციალისტების ინფორმაციით, ის საოცრად მაღალი კლასის სამხედრო მფრინავია.

სოსო ოსორაულის მხარდასაჭერად, დღეს, 24 მაისს, 14:00 საათზე აქციაა დაგეგმილი ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში. თუშებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობა სოსო ოსორაულის გათავისუფლებისთვის რეაგირებას არ ახდენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]