აპრილი 23, 2018
weather cur airplane horoscope tv

ბათუმში ღამით ფოიერვერკების აფეთქებას მერია გააკონტროლებს

13:25 - 12 აპრილი 2018 hits 122

ბათუმში, გვიან ღამით პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებას 1-ლი ივლისიდან მერია გააკონტროლებს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ ფოიერვერკების აფეთქებით შეწუხებული მოქალაქეები თვითმმართველობას ხშირად მიმართავენ, ამიტომ მონიტორინგის ფუნქციას, პოლიციის ნაცვლად, თვითმმართველობა შეითავსებს.

ფიზიკურ პირებს ან ობიექტებს, რომლებიც დაშვებულ ზღვარზე მეტად იხმაურებენ, ბათუმის მერიის ააიპ-ი „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“ გააკონტროლებს.

2017 წლის 15 აგვისტოდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა, რომელიც გადამეტებული ხმაურისათვის ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად, დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივი ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გაფრთხილებას გამოიწვევს, 1 წლის მანძილზე მეორედ ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. თუ იგივე ქმედება მესამედ ან მეტჯერ იქნა ჩადენილი, ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის 300 ლარამდე, იურიდიული პირისთვის კი 1000 ლარამდე გაიზრდება.

ღამის საათებში, ანუ 23:00 საათიდან 8:00 საათამდე, იკრძალება პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენება. ამ წესის დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ შემთხვევაში 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარით.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]