weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გორის მაჟორიტარის კომპანია გზების დეპარტამენტმა 27 000 ლარით დააჯარიმა

14:19 ორშაბათი, 23 აპრილი 2018
ფოტოზე იოსებ მაკრახიძე ფოტოზე იოსებ მაკრახიძე

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორი კომპანია შპს „იბოლია“, რომლის 40 %-იანი წილის მფლობელი პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა, 27 505 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი 19 აპრილს, „ობოლიას“ მიერ გორის გვირაბში მოძრაობის 1.5 საათით ჩაკეტვა გახდა.

„ორმოული შეკეთების სამუშაოების განხორციელებისას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ „იბოლიამ“, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 1.5 საათით ჩაკეტა, ნაკადი კი გორის გვირაბის შემოვლით გზაზე გადაერთო. „იბოლიამ“ მოძრაობის შეწყვეტის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ შეატყობინა, რის გამოც არ მოხდა საზოგადოების დროული ინფორმირება“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.  

დეპარტამენტმა 45 384 ლარით დააჯარიმა ზედამხედველი კომპანია „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს კონტრაქტორ ორგანიზაციებს, დაიცვან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დროულად მოახდინონ დეპარტამენტის ინფორმირება ყველა საკითხთან დაკავშირებით.

შპს „იბოლია“ 1995 წლის 29 დეკემბერს დაფუძნდა. საწარმოს კაპიტალის 40 %-ის მფლობელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გორის №41 მაჟორიტარული ოლქიდან არჩეული დეპუტატი იოსებ მაკრახიძე, რომელიც 2016 წლის 31 ოქტომბრამდე იმავე კომპანიის დირექტორიც იყო. იმავე კომპანიის 15 – 15 %-ს მისი შვილები - მარიანა და ოფელია მაკრახიძეები ფლობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]