სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატი ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყება და გალა-კონცერტით დასრულდება. მუხნარის ტყე-პარკში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ხელნაკეთ ნივთებს გამოფენენ და გაყიდიან. შემოსულ თანხას კი ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს გადაურიცხავენ.
„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.