მაისი 26, 2018
weather cur airplane horoscope tv

მარნეულში 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

17:09 - 07 მაისი 2018 hits 194

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიდ გოჯალოში 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარი გუშინ, მდინარე დებედასთან ნახეს. ახალგაზრდას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მათივე ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სამართალდამცავებს ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]