მაისი 27, 2018
weather cur airplane horoscope tv

17 მაისის ღონისძიებების გამო თბილისში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

10:51 - 17 მაისი 2018 hits 306
17 მაისის ღონისძიებების გამო თბილისში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ფოტო © გელა ბოჩიკაშვილი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 17 მაისს დაგეგმილ აქციებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება პავლე ინგოროყვას და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩებზე.

დღის განმავლობაში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება შემდეგ ქუჩებსა და მოედნებზე: ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, ასევე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების მოედანზე, ოპერის, პარლამენტის და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე.

დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 13:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება: კოსტავას ქუჩაზე - მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, ვარდების მოედანზე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, გალაქტიონის ხიდის მარჯვენა პანდუსზე, რუსთაველის გამზირზე, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ამსვლელ ყველა ქუჩაზე, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ჩამომსვლელ ყველა ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, ალექსანდრე პუშკინის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩებზე, ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა და მარცხენა პანდუსებზე, ავლაბრის მოედანსა და მესხიშვილის ქუჩაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღონისძიებების გაშუქების მსურველ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს მოუწოდებს, რომ თან იქონიონ თავისი მედიასაშუალების წარმომადგენლობითი ბარათები (ე.წ. „პრესკარტა“). წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან იმ ტერიტორიებზე, სადაც მოძრაობა აკრძალული ან შეზღუდული იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი 17 მაისს ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დაცვის დღეს აღნიშნავს. საპატრიარქოს ინფორმაციით, სხვადასხვა ეკლესიებში წირვის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 11:30 საათისთვის ხალხი შეიკრიბება ვარდების მოედანზე და 12:00 საათზე რუსთაველის გამზირის გავლით, გაემართებიან ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიისკენ, სადაც საზეიმო წირვა ტარდება.

17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეც აღინიშნება. თბილისში, კანცელარიის შენობასთან ამ დღესთან დაკავშირებით აქციის გამართვა იგეგმებოდა, თუმცა ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიება გაუქმდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]