შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ბრალდებულებმა არასრულწლოვან შვილს მათსავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ქალს კი გირაო შეუფარდა.
შს სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვანი, სოციალური პროგრამის ფარგლებში, დროებით სხვა ოჯახში იცხოვრებს.