ივნისი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

ზუგდიდში მოვალისთვის ბავშვის წართმევის გამო მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

17:34 - 01 ივნისი 2018 hits 183
ფოტო © რადიო ათინათი ფოტო © რადიო ათინათი

ზუგდიდში, 240 ლარი ვალის გამო არასრულწლოვანი გოგონას მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა, ქმარს წინასწარი პატიმრობა, ცოლი კი 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებულთა ადვოკატი გირაოს სანაცვლოდ მამაკაცის გათავისუფლებასაც ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.

ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

„ახლობელი იყო ეს ადამიანი, სულ ჩემს სახლში ჭამდა, სვამდა, დედა, მამა, ყველა, ჩემით იკვებებოდნენ ესენი. ის კი არა, შვილის, იმ ბავშვის ნათლია უნდა ვყოფილიყავი მე. დედაც ამბობს ამას. როცა გავეცანი ბრალდებას, ეს არის შოკი. ეს თუ დამტკიცდა, მე ამის შემდეგ აუცილებლად თავს მოვიკლავ იმიტომ, რომ არ შეიძლება ამის შემდეგ იცხოვროს ადამიანმა“, - აღნიშნა ბრალდებულმა ქალმა.

ცოლ-ქმარს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და ისჯება ცხრიდან თოთხმეტ წლამდე პატიმრობით. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ცოლ-ქმარი 28 მაისს დააკავა.

რადიო „ათინათთან“ საუბარში გატაცებული ბავშვის დედა ამბობს, რომ ბრალდებულები მის სახლში დილით ადრე მივიდნენ, მძინარე ბავშვი გააღვიძეს, მამამთილს კი დაუბარეს, რომ ბავშვს მანამდე არ ანახებდნენ, ვიდრე ვალს არ გადაიხდიდნენ.

„ჩემი შვილი ამბობს, რომ სახლში, მეორე სართულზე ჰყავდათ და ეუბნებოდნენ, დედაშენი სანამ ვალს არ მოიტანს, აქ იქნებიო. მე მაქვს მაგათი ვალი, მაღაზიიდან პროდუქტი გამქონდა, ვერ გადავიხადე 240 ლარი და სესხი გამოვიტანე. თვითონ დამიდგა თავდებად. ვალთან დაკავშირებით სულ მირეკავდნენ, მაგრამ ბავშვის გატაცებით არასოდეს დამმუქრებიან. მე არ მიჩივლია მაგათთვის და არც ვაპირებ“, - უთხრა ჟურნალისტებს ბავშვის დედამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]