აგვისტო 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

გუდაურში რუსი პარაპლანისტის ცემის გამო დაკავებულ 4 პირს ხვალ გაათავისუფლებენ

20:44 - 10 ივნისი 2018 hits 4700

ქვეშეთის მოსახლეობას დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ჰქონდა გადაკეტილი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა. აქციის მონაწილეები გუდაურში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული 4 ქართველი ახალგაზრდის გათავისუფლებას ითხოვდნენ. გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც ადგილობრივებმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან დიმიტრი ზურაბიშვილთან შეათანხმებას მიაღწიეს, რომ ოთხივე დაკავებულს 48 საათში გაათავისუფლებენ გირაოს სანაცვლოდ ან უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით.

როგორც აქციის მონაწილეებმა „რეგინფოს“ უთხრეს, დაკავებულები არიან გუდაურში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები: ვასილ ბურდული, ვასილ ზაქაიძე, გიორგი ჯაღმაიძე და გიორგი ზაქაიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს 4 პირის დაკავებას. სამინისტროს ინფორმაციით, ოთხივე პირი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაკავებული, რაც გულისხმობს ძალადობას. აღნიშნული დანაშაული, ჩადელინი ჯგუფურად ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

შსს-ს განცხადებით, ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის 9 ივნისს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, წინ უძღოდა, 8 ივნისს, ქართველ და უკრაინელ პარაპლანისტებს შორის მომხდარი ინციდენტი. ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა.

მეორე დღეს, 9 ივნისს, ქართველმა მფრინავებმა გუდაურში პარაპლანით საფრენ ტერიტორიაზე მისასვლელ გზაზე მოძრაობა შეაფერხეს და რუს პარაპლანისტებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი მოხდა.

ქართველმა პარაპლანისტებმა რუს მფრინავს, ფიოდორ ჩელიშევს სცემეს. დაზარალებულს ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. რუს მფრინავს ცხვირიც გატეხილი აქვს და საავადმყოფოშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომობილი დაუზიანეს რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, სერგეი დემენტიევს.

ქართველი პარაპლანისტები რუს და უკრაინელ მფრინავებს პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

„ქართველი ბიჭები წამოეგნენ რუსების მიერ წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას. ისინი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ღირსებას იცავდნენ, რადგან წინა დღეს რუსებმა გაამწვავეს კონფლიქტი ჩვენი მფრინავის ხრამში გადაგდების მცდელობით. ამ ფაქტს ჩვენების მხრიდან მოჰყვა რეაქცია, ხოლო რუსებმა განაგრძეს პროვოკაციები. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გუშინდელ ვიდეოშიც ჩანს. მფრინავი ფიოდორ ჩელიშევი ჩაფხუტითა და ვიდეო კამერებით აღჭურვილი, თავისიანებთან ერთად, პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, მორიდებოდა გარკვეული პერიოდი მიმდებარე ტერიტორიას, შეიჭრა იმ ადგილას, სადაც შეკრებილები იყვნენ ქართველი ბიჭები და მომწამლავი აირის ბალონით განახორციელა თავდასხმა, რის შემდეგაც გამოიწვია ვიდეოში დაფიქსირებული რეაქცია“, - აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვაკო ზაქაიძე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 187-ე (ნივთის დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.

პარაგლიდინგის ეროვნული ფედერაცია, რომელიც გუდაურშია ბაზირებული, ითხოვს, რუსმა და უკრაინელმა პარაპლანისტებმა გუდაური დატოვონ და იქ მუშაობა აღარ გააგრძელონ.

ფედერაციის წარმომადგენელი გიგა სეთურიძე „მთის ამბებთან“ ინტერვიუში ამგვარი მოთხოვნის მიზეზად იმას ასახელებს, რომ რუსი და უკრაინელი მფრინავები პროვოკაციებს აწყობენ და ადგილობრივების ადათ-წესებს შეურაცხყოფენ. Mtisambebi.ge-ზე ინტერვიუ 11 ივნისს გამოქვეყნდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]