weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ძლიერი წვიმის გამო, თბილისში, ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია

00:32 სამშაბათი, 12 ივნისი 2018

ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში - დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე.

ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ყველაზე მეტი შეტყობინება მიიღეს გლდანის რაიონიდან, სადაც დაიტბორა მეტროსადგურ „ახმეტელის“ შესასვლელი. მათივე ინფორმაციით, მეტროს ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ წუთებშიც აწარმოებენ.

წყლის დაგროვებამ გამოიწვია სამანქანო მოძრაობის შეფერხება გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველებს დატბორილი ქუჩებიდან წყალში ჩარჩენილი მანქანები გამოჰყავთ.

არსებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]