აგვისტო 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

ბათუმში 3 წლის ბავშვი მოკლეს

15:22 - 14 ივნისი 2018 hits 804

ბათუმში 3 წლის ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, ცემით მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ოჯახის ახლობელი ქალია დაკავებული. ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

როგორც „რეგინფოს“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა მინდია კახიძემ განუცხადა, გამოძახება იყო პოლიციის მე-7 განყოფილებიდან. ადგილზე მისვლისას ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ.

„ექიმებისგან ვიცი, რომ გარდაცვლილი ბავშვი პოლიციაში ახლობელმა მიიყვანა, ის ქალიც პოლიციაში იმყოფებოდა“, - აღნიშნა მინდია კახიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]