weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვფიქრობ, სუს-მა მომაწოდა იმ სპეცრაზმელის ვინაობა, ვინც თემირლანი მოკლა - მაჩალიკაშვილი

12:49 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018

„მე ვფიქრობ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის მოწოდებული ინფორმაცია იმ სპეცრაზმელის ვინაობის შესახებ, რომელმაც თემირლანი მოკლა. ჩემი აზრით, ეს სპეციალურად გააკეთეს. ეგონათ, რომ შურის საძიებლად გავვარდებოდი. მე ბოლომდე ვიბრძვი კანონის მიხედვით სიმართლის დასასდგენად და დამნაშავეთა დასასჯელად“, - უთხრა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს.

მისივე თქმით, სპეცრაზმელის შესახებ ინფორმაცია (ვინაობა) კონკრეტულმა პირმა კონვერტით 2018 წლის მარტში გადასცა.

„კონკრეტულმა პირმა მომიტანა კონვერტი აქ შენი შვილის მკვლელის ვინაობა წერიაო. ვინც მომიტანა, მაგის ვინაობაზე არ ვისაუბრებ. სხვა ვინ გააკეთებდა ამას, თუ არა სუსი? სხვა ვის აქვს ამაზე წვდომა? მე ისევ ვცდილობ ბოლომდე მივიყვანო ჩემი საქმე სამართლიანი გზით. მივცემ კონკრეტულ დროს ხელისუფლებას, რომ დამნაშავეები დასაჯონ. თუ არ დასჯიან, აქციები სერიოზულ სახეს მიიღებს თბილისში“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში, სასიკვდილოდ დაჭრეს. თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს, საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. თემირლან მაჩალიკაშვილი ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი 5 პირი დაპატიმრებულია. მათ საქმეებს სასამართლო დახურულ სხდომებზე იხილავს.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ არ არის მიცემული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]