weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

წეროვანში ავარიის შედეგად დაშავებული მგზავრებიდან ერთი დაიღუპა

15:32 ორშაბათი, 25 ივნისი 2018

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 19 მგზავრიდან ერთ-ერთი მგზავრი გარდაიცვალა. დაშავებული მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში იყო გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა.

სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. გულ-ფილტვის რეანიმაციის შედეგად გულის მუშაობის აღდგენას ცდილობდნენ, რადგან დაფიქსირებული იყო გულის გაჩერება.

ავტოსაგზაო შემთხვევა წეროვანთან დღეს, შუადღეს მოხდა. სამგზავრო მოკროავტობუსს ტრაილერი უკნიდან მაშინ დაეჯახა, როცა მიკროავტობუსმა გაჩერებასთან მგზავრს გაუჩერა. მიკროავტობუსს მგზავრები თბილისიდან ქსანში გადაჰყავდა. ავარიის შედეგად სულ 19 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც. კიდევ ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების სიცოცხლეს კი, ექიმების ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება.

სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში 11 ადამიანი გადაიყვანეს, „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში კი - 8.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]