weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თეთრიწყაროში 78 წლის მამაკაცი მოკლეს

14:57 სამშაბათი, 26 ივნისი 2018

სამართალდამცავებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ივანოვკაში 62 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად თანასოფლელის განზრახ მკვლელობა ედება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 25 ივნისს, ბრალდებული სტუმრად იმყოფებოდა თანასოფლელთან, 78 წლის მამაკაცთან, რომელთანაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მასპინძელს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]