weather cur horoscope tv
დეკემბერი 19, 2024

ლაგოდეხის რაიონში რუსმა სამხედროებმა ორი ქართველი მესაზღვრე გაიტაცეს

18:11 ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018

ლაგოდეხის რაიონში, საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან (დაღესტნის მონაკვეთი) რუსმა სამხედროებმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი გაიტაცეს. ორივე მათგანი ლაგოდეხის რაიონის მკვიდრია.

„რეგინფოს“ კორესპონდენტები გატაცებულთა სოფლებში იმყოფებიან. ადგილობრივებმა „რეგინფოსთან“ საუბარში ქართველი მესაზღვრეების გატაცების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს. გატაცება სავარაუდოდ გუშინ მოხდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ ავრცელებს და მომხდარის შესახებ არც გატაცებულთა ოჯახის წევრებისთვის უცნობებიათ.

„რეგინფო“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს.

მოვლენათა განვითარების შესახებ ინფორმაციას უახლოეს წუთებში მოგაწვდით.

 

ამ თემაზე:

ლაგოდეხიდან რუსეთში გატაცებული მესაზღვრეები საქართველოში დააბრუნეს

ქართველი მესაზღვრეები რუსმა სამხედროებმა ალპური საძოვრებიდან გაიტაცეს

შსს მესაზღვრეების გატაცებაზე ოჯახის წევრებს ინფორმაციას 2 დღე უმალავდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]