weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

როგორ დავიცვათ თხილის კულტურა აზიური ფაროსანასგან

17:36 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ნიკოლოზ მესხის განცხადებით, თხილის კულტურის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კომბინირებული წამლობა – როგორც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, ასევე სოკოვანი დაავადებებისგან მცენარის დასაცავად.

სპეციალისტის თქმით, შესაბამისი შეწამვლითი ღონისძიებებით შესაძლებელია მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის შენარჩუნება.

„თხილის კულტურაში გავრცელებულია სხვადასხვა მავნე ორგანიზმები. ესენია სოკოვანი დაავადებები, ასევე ბაქტერიული დაავადებები, სხვადასხვა მავნე მწერები. აუცილებელია, ფერმერების მხრიდან ამ მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ გატარებული იყოს შესაბამისი ღონისძიებები“, - აღნიშნა ნიკოლოზ მესხმა.

აბაშაში მცხოვრები ერთ-ერთი ფერმერის, ამელი გოგიშვილის თქმით, მოსახლეობა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს იცავს და თხილი წელს უკვე მეოთხედ შეწამლეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 155 ათასამდე ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სოფლის ტერიტორიები, ხოლო ცივი შესხურებით – 4 000-მდე ჰექტარი.

აზიური ფაროსანას სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. სულ ღონისძიებები ჩატარდა 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]