weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

თუშეთში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა

09:26 ორშაბათი, 30 ივლისი 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

თუშეთში, წოვათას ხეობაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის დ. ლ. დაიღუპა, 3 ახალგაზრდა კი დაშავდა. დაშავებულები 18, 23 და 25 წლის ბიჭები არიან. როგორც „რეგინფოს“ თელავის რეფერალური საავდმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტომობილი წოვათაში, ხევში, გუშინ, საღამოს გადავარდა. სავარაუდოდ, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო. წოვათაში გუშინ სათემო დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

წოვათას სოფლებში სატელეფონო კავშირი არ არის, რის გამოც, შემთხვევის ადგილზე გასულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასთან მთელი ღამის განმავლობაში კონტაქტი არ იყო. დაშავებულები თელავის საავადმყოფოში დღეს, დილით სასწრაფოს ერთი და 2 კერძო მანქანით ჩამოიყვანეს.

თუშეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ბრიგადა მხოლოდ ზაფხულობით, ტურისტულ სეზონზე მორიგეობს. წინა წლებში, თუშეთში, ზაფხულობით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთი სამაშველო ჯგუფიც იყო, თუმცა წელს თუშეთში მაშველები აღარ არიან და სხვადასხვა შემთხვევის დროს თელავიდან უნდა ავიდნენ. თელავიდან თუშეთამდე, სოფელ ომალომდე ასვლას მინიმუმ 4 საათი სჭირდება, თუშეთის სხვა ხეობის სოფლებამდე კიდევ უფრო მეტი.

 

ამ თემაზე:

თუშეთის გზაზე დაღუპული ახალგაზრდები და პატრულირების მოთხოვნა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]