weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გურჯაანში რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი დააკავეს

18:59 შაბათი, 04 აგვისტო 2018

რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი დღეს გურჯაანში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანგოშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მუქარას ან ძალადობას პოლიციელის მიმართ. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ხანგოშვილი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ცხოვრობს. ის საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. პანკისის ხეობის სოფელ დუისში მუსა ხანგოშვილს დედა ჰყავს.

პანკისში ყოფნისას მუსა ხანგოშვილსა და სამართალდამცავებს შორის ინციდენტი მოხდა. მუსა ხანგოშვილის თქმით, ის ახმეტის პოლიციის დუისის ქვეგანყოფილებაში მეგობრის, თემურ არაბულის სანახავად მივიდა, რომელიც ამჟამად განყოფილების უფროსია. მოგვიანებით ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლომ ხანგოშვილს 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა და გაათავისუფლა.

როგორც პანკისის სათემო რადიო WAY-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, მუსა ხანგოშვილი მეორედ, 4 აგვისტოს, გამთენიისას, გურჯაანში დააკავეს. „ის ავტომობილით გზაზე იყო შეჩერებული. სამართალდამცავებმა ვინაობის გადამოწმების მიზნით, მას საბუთები მოსთხოვეს, რაზედაც მუსა ხანგოშვილმა აგრესია გამოხატა და პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, - განაცხადეს შსს-ში.

დაკავებამდე „რუსთავი 2“-თვის მიცემულ ინტერვიუში მუსა ხანგოშვილი ადასტურებს, რომ ის რამზან კადიროვთან მეგობრობს და მისი გულისთვის თავსაც მოიკლავს, თუმცა ამბობს, რომ პანკისში კადიროვის დავალებით არ ჩასულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]