weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თბილისსა და კახეთში გზებზე ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა

17:35 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 3 სიჩქარის მზომი წერტილოვანი რადარი ამოქმედდა კახეთის რეგიონში. კერძოდ, თელავში, სოფლების ვარდისუბნისა და ნასამხარალის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხაშურისა და ბორჯომის საავტომობილო გზის მონაკვეთის ორ ლოკაციაზე, ორმხრივი მიმართულებით, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 2 სექცია ამოქმედდა.

დღეის მდგომარეობით, სრული დატვირთვით, სიჩქარის მზომი 23 წერტილოვანი რადარი ფუნქციონირებს. საქართველოს მასშტაბით კი ჯამში 253 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე რეფორმების მიზანია საქართველოს გზებზე მაქსიმალური უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა.

„საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელება წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს. მიმდინარე რეფორმების მიზანია გზებზე მაქსიმალური უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა. ეროვნული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგები ეტაპობრივად უკვე აისახა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებში, კერძოდ, 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებთ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ პირთა რაოდენობა 36%-ით, ხოლო დაშავებულ პირთა რაოდენობა 5%-ით შემცირდა“,- განაცხადეს შს სამინისტროში.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 550 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს, მათ შორის, 306 ნომრის ამომცნობი და 244 ზოგადი ხედვის კამერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]