weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ნინოწმინდაში სლოტ კლუბი დააყაჩაღეს

16:44 შაბათი, 22 სექტემბერი 2018
ფოტო: რადიო „ნორი“ ფოტო: რადიო „ნორი“

ნინოწმინდის ცენტრში სლოტ კლუბი დააყაჩაღეს. ბოროტმოქმედებმა 5000 ლარამდე თანხა წაიღეს.

რადიო „ნორის“ ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა, ყაჩაღებს ნიღბები ეკეთათ და სლოტ კლუბის თანამშრომლებს იარაღით დაემუქრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. სამართალდამცავებს ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ყაჩაღობას, ჩადენილს სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]