weather cur horoscope tv
თებერვალი 22, 2026
×

შეტყობინება

Failed loading XML...

თელავში ჭაჭის ავზში 70 წლის მამაკაცი ჩავარდა და გარდაიცვალა

14:23 ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, 70 წლის მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ 5-ტონიან ავზში ჩავარდა და გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა დილით მოხდა.

როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, ჭურჭელში მცირე რაოდენობით ჭაჭა იყო დარჩენილი და მამაკაცი მის ამოღებას აპირებდა.

„როგორც ჩანს, სპირტის სუნი იმდენად ძლიერი იყო, რომ გონება დაკარგა და შიგ ჩავარდა“, - განაცხადა სოფელში მერის წარმომადგენელმა ომარ აჩუაშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მაშველები გამოიძახეს, თუმცა როდესაც ისინი მივიდნენ, ცხედარი უკვე ამოსვენებული იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]