weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საზოგადოება

საქართველოში, დღეს, 07:17 საათზე, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისის სამხრეთ-დასავლეთით 26 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილების მიხედვით, საქართველოში mRNA ვაქცინით აცრა 16 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. ამ ტიპის ვაქცინაა „ფაიზერი“ (Pfizer-BioNTech).

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების 4000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. გაბუნიას თქმით, ამ შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, რეგულაციები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად საკმარისია, თუ მას მოქალაქეები დაიცავენ.

სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის წინაღმდეგ საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მუკბანიანი და დავით ხუციშვილი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 3000 ლარის ოდენობით…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო დაწერილ ჯარიმებს ამნისტია აღარ შეეხება და ეს ერთჯერადი აქტი იყო.

„მესმის, შევდივარ მდგომარეობაში – ზაფხულია, ყველას უნდა გარეთ ყოფნა, სიარული, რესტორანში დაჯდომა, მაგრამ, მეორე მხრივ, 26 ადამიანი მოკვდა 24 საათის განმავლობაში. მეტად სოლიდარული უნდა ვიყოთ “, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის…

5 ივლისის მოვლენების დროს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოპერატორ ბექა ათაბეგაშვილისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის 66 წლის მამაკაცი დააკავეს.

  სტუდენტები, რომლებიც ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს თიბისის სტუდენტური ბარათით გადაიხდიან, სპეციალური საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ. მგზავრობა ამ შემთხვევაში განახევრებული ფასი - 40 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრი ეღირება.

საქართველოს მასშტაბით ჩატარებული 37 627 ტესტის შედეგად, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2415 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ, 20 ივლისს, 2616 ახალი შემთხვევა იყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]