weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

საზოგადოება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსმართლეების არჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს და განმარტავს, რომ რეფორმების გატარებამდე ახალი მოსამართლეების არჩევა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია.

პირველი ივლისიდან, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებისთანავე, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ რეისს დაამატებს. რკინიგზის ინფორმაციით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დღეში სამი რეისი შესრულდება. ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და სალაროებში. 

„ასტრაზენეკას“ მოწოდებაზე ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით და აბსოლუტურად გამორიცხულია ალბათობა, რომ „ასტრაზენეკა“ მოკლე ხანში, უახლოეს დღეებში არ ჩამოვიდეს ქვეყანაში. ძალიან მალე დავუბრუნდებით „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის ძველებურ რეჟიმს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ,…

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩინურ ვაქცინებს – „სინოფარმს“ და „სინოვაკის“ – მოქალაქეები დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც გაიკეთებენ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში არის ჩართული. როგორც მან განაცხადა, ამ ეტაპისთვის ასეთი 200-მდე კლინიკაა, სადაც ამცრელთა 281 ბრიგადა მუშაობს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ჟვანია ცესკოს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის ამ თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორედ აირჩიეს და უფლებამოსილების ვადა 2023 წლის ბოლოს ეწურებოდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 28 617 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ, 29 ივნისს, 1194 ახალი შემთხვევა იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე დააკავეს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ოპოზიციის წინაღმდეგობის მიუხედავად, სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანი პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობაა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი, დღეიდან უქმდება. მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ერთი კვირის წინ მიიღო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]