weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

საზოგადოება

განათლების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 15 მარტიდან დაიწყება. 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.

ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს, 12 საათზე ცაგერის კულტურის სახლში, ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დაბა ყაზბეგიდან აღმოსავლეთით 20 კილომეტრში, ხევსურეთის სოფელ ბლოდან კი 18 კილომეტრში იყო.

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, 3 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. გერმანიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - Commerzbank-მა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, გამორჩეული, მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავა. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია.

გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 12 წლის გოგომ იმშობიარა. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ, 2020 წელს მოხდა, თუმცა მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია ახლა გავრცელდა. გოგონა უკვე 13 წლისაა, ხოლო პოლიციის მიერ დაკავებული…

ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თავი მოიკლა. შემთხვევა გუშინ, 3 მარტს მოხდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურემ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი…

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე აცრა, ბოლო კვირაში ინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობა 4000-ზე ნაკლები არ არის. ცერცვაძის…

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, აღნიშნულ სტატუსს არ დაკარგავენ. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა სტატუსის შეჩერების ან ოჯახის ქულების…

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მაისის ბოლომდე საქართველომ „კოვაქს პლატფორმის“ საშუალებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზა უნდა მიიღოს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]