weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

საზოგადოება

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული- ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება, მას შემდეგ რაც მუსლიმურ სამლოცველოში პარასკევის ლოცვა დასრულდება. მერიასთან გამართული აქციის შემდეგ ამაზე მუსლიმური…

დასავლეთ საქართველოს მუფტი ადამ შანთაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან მივიდა, სადაც სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები აქციას მართავენ. როგორც ადამ შანთაძემ განაცხადა, მუსლიმები ლოცვის გაგრძელებას შეძლებენ და სოფელი მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდება.

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას ეხმაურება. მიტროპოლიტის თქმით, ვითარების განსამუხტად მან სოფელში სამღვდელოება გაგზავნა, რამაც შედეგი გამოიღო და…

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 15 891 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1357 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 748 პაციენტი, ხოლო 21 გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში გასული წლის ნოემბერში მომხდარი დანაშაულისთვის ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული გ.ი. დააკავეს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსზე ვაქცინაცია „ფაიზერის“ (Pfizer) ვაქცინით დაიწყება, აცრა მხოლოდ სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში იქნება შესაძლებელი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, სადაც ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მუსლიმური სამლოცველოს მოწყობის საკითხზე უთანხმოებაა, ვითარება დაიძაბა. სოფელში მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის მესამე ტალღაზე საუბრობს, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს არ აძლევს საშუალებას ისაუბრონ, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]