weather cur horoscope tv
მაისი 20, 2024

საზოგადოება

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, თიბისი დაზღვევა, კლინიკა „რეიმანთან” ერთად, მხარს უჭერს უკრაინელებს. უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, უსასყიდლოდ მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევას, ხოლო ამბულატორიულ მომსახურებას კლინიკა „რეიმანი” გაუწევს.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 37 226 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 6847 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 18.39%-მდეა შემცირებული.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო (ბაჩანა) ახალაიამ 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მთელი ცხოვრება პატიოსნად ემსახურა ქვეყანას.

  თიბისის გუნდის გადაწყვეტილებით, მომხმარებლები, უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით, ყველა გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეასრულებენ. საკომისიოს თანხას თიბისი ბანკი თავად დაფარავს. პირობა ძალაში 2022 წლის 28 თებერვლიდან შევა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია-ს“ ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ გააუქმა ავიარეისი, რომლითაც მოხალისეები უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა გაფრენილიყვნენ.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები არაეფექტურია.

„სანქციებიც მუშაობს და სხვათა შორის, ვაქცინებიც!“, – ასე გამოეხმაურა ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებებს.

თიბისი, უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად, ადგილობრივ ანგარიშს ხსნის და პირველი დონაციის სახით, 200 000 ლარს რიცხავს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოს გაიგზავნა.

პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ - „რეფორმების ჯგუფმა“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა, რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდისტულ ტელეარხებს საქართველოში მაუწყებლობა შეეზღუდოთ. დეპუტატებმა ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში გააკეთეს. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]