weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ზოგს თვალში მოხვდა და ზოგს ტ...კში - ქუთაისის მერიის მაღალჩინოსანი დაშავებულებზე

23:36 შაბათი, 22 ივნისი 2019

„რა უნდოდა, შტურმით რატომ იღებდა პარლამენტს? ასე რომ სამწუხაროდ ზოგს თვალში მოხვდა და ზოგს ტ...კში, არეულ ბრბოში ვერ განსაზღვრავ“ - ასე გამოეხმაურა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე 20 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაშავებას. ინფორმაცია პირველად „ქუთაისიპოსტმა“ გაავრცელა.

სოციალურ ქსელში ხუციბერიძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვასაც ეხმიანება და განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებს მუქარითა და უხამსი ლექსიკით პასუხობს.

„შენი  დედას შ...ი, 1988 წლიდან ეროვნულ მოძრაობაში ვარ და ვებრძვი რუსებს, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ შე პიდარასტო, მნახე ერთი თუ ტ..კი გაქვს და რო გთხრი ტ..ში ავტომატს, პირიდან გაყრევიებ ტყვიებს შე მ...ლო“ - წერს ხუციბერიძე.

20 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა, ათობით ადამიანს კი სხეულის დაზიანებები აქვს. მძიმეა ორი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პოლიციამ აქციის დასაშლელად დემონსტრანტების წინააღმდეგ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და რეზინის სხვადასხვა სახეობის ტყვიები გამოიყენა. არაერთი სამართალდამცავი აქციის მონაწილეებს ტყვიებს სახეში, თვალებში, თავსა და სასქესო ორგანოებში დამიზნებით ესროდა. სამართალდამცავებმა დააკავეს 305 ადამიანი, მათ შორის 121 პირს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.   

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]