weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

ონკოპაციენტები შეძლებენ სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე – გახარია

12:01 ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, ექნება შესაძლებლობა სახელმწიფოს ხარჯზე მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება პრობლემად. განსაკუთრებით ონკოდაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით, იმიტომ, რომ იქ არ იყო მეოთხე ეტაპი. იყო პრობლემა როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს უწევდათ ჯიბიდან გადახდა მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე. დღეს უნდა ვიმსჯელოთ და აქაც დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პროგრამის 8000 ლარით გაზრდის თაობაზე.

ფაქტობრივად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ მძიმე სენს ებრძვის, ექნება შესაძლებლობა სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახდელების გარეშე. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერსა. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და რომლებიც შეძლებენ უკვე სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ინფორმაციით, ახალი პროგრამა ჯამში საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია.

 

ამ თემაზე:

ონკოპაციენტები ახალი თაობის პრეპარატებისთვის 8 000 ლარის დაფინანსებას მიიღებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]