ოქტომბერი 24, 2017
weather cur airplane horoscope tv

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 11 პრემია და დანამატი ერთ წელიწადში

19:55 - 06 აგვისტო 2017 hits 2380

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ ერთი წლის განმავლობაში 61 600 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 5 133 ლარს შეადგენს. ძირითად ხელფასთან ერთად, რომლის წლიური ოდენობაც 33 000 ლარია, მან პრემიისა და დანამატის სახით აიღო 28 600 ლარი.

დავით მაღლაკელიძე ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2014 წლის ივლისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იქნა არჩეული. მანამდე, 2012-2014 წლებში, იგი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის ბიუროს უფროსი იყო.

ქ. რუსთავის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 750 ლარია, ე.ი. წელიწადში - 33 000 ლარი. თუმცა, დავით მაღლაკელიძის ანაზღაურებამ მხოლოდ 2015 წლის განმავლობაში შეადგინა 61 600 ლარი, ანუ თვეში საშუალოდ 5 133 ლარი.

ამრიგად, მხოლოდ ერთ წელიწადში, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ პრემიისა და დანამატის სახით მიიღო 28 600 ლარი, ანუ ხელფასზე დაახლოებით 10,4-ჯერ მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან პრემია-დანამატები სულ მცირე 11-ჯერ მაინც აიღო (აქედან, 10 შემთხვევაში - ხელფასის სრული ოდენობით).

შედარებისთვის, დავით მაღლაკელიძის წლიური ანაზღაურება აღემატება როგორც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის (მათ შორის, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისაც), ისე თვით რუსთავის მერის დავით ჯიქიას ხელფასს.

 

Reginfo

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com