weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

პრემიერი თორნიკე რიჟვაძის გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

17:13 ხუთშაბათი, 25 მარტი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აბსურდია.

„თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის წევრი. აბსოლუტურად გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან აჟიოტაჟი. ეს არის აბსურდი და არავითარი სერიოზული კომენტარი ამაზე არ შეიძლება გავაკეთო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათუმის საკრებულოს წევრმა ნოდარ დუმბაძემ გაავრცელა. დუმბაძის თქმით, რიჟვაძე დღეს აპირებდა თანამდებობიდა დატოვებას.

თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას 2018 წლის ივლისიდან იკავებს. 2021 წლის იანვარში ის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრად აირჩიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]