weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

თუ ამნისტიაში მოძალადეებს ჩაწერენ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოთ – მელია ოპოზიციას

19:51 შაბათი, 24 აპრილი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მოუწოდებს ოპოზციონერ დეპუტატებს, არ მიიღონ მონაწილეობა ამნისტიის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაში, თუ მასში „ქართული ოცნება“ ჩაწერს, რომ ამნისტია 2019 წლის 20 ივნისს მოძალადე სამართალდამცველებზეც უნდა გავრცელდეს.

„მგონია, რომ ქართული ოპოზიცია, ის ნაწილი, რომელიც ამ სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. თუკი, ისინი დარწმუნდებიან, რომ ნებისმიერი მცდელობა, სამწუხაროდ, არის უშედეგო და „ქართული ოცნება“ მაინც გაჯიუტდა და დამნაშავეებს წერს კანონპროექტში, ასეთ შემთხვევაში მე მათ მივმართავ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაში“, – აცხადებს ნიკა მელია „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დარწუმებულია, რომ „ქართული ოცნება“ პირველივე დღესვე ჩაწერს, რომ ამნისტია მოძალადეებზეც უნდა გავრცელდეს“.

დღეს სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებელად მოაწერა ხელი, განაცხადა, რომ საუბარია სამი პოლიციელის ამნისტირებასთან დაკავშირებით.

„ძალიან ხშირად გვესმის გზავნილი, რომ თითქოს ვიღაც აპირებს ამნისტირება გაუკეთოს, მაგალითად, ადამიანს, რომელიც პასუხისმგელია მაკო გომურის დასახიჩრებაზე. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არაფერი მსგავსი არ არის და არ იგულისმხება ამ შეთანხმების ფარგლებში მისაღებ კანონპროექტთან დაკავშირებით. საუბარია ძალიან კონკრეტულ ადამიანებზე“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, სიცრუეა, თითქოს ამნისტიის კანონპროექტი მომავალში შეუძლებელს გახდის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიების ჩატარებას ან დამნაშავეების დასჯას.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“თავმჯომარემ, ირკალი კობახიძემ თქვა, რომ შეთანხმების შინაარსის თანახმად, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც დაკავშირებულია 20 ივნისის მოვლენებთან და ვის წინააღმდეგაც აღიძრა ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, მხარეები ვალდებულები არიან შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (იგულისხმება ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]