weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაპირისპირება იყო

14:14 ორშაბათი, 12 ივლისი 2021

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც დღეს რიგგარეშე სხდომა უნდა გამართულიყო, ხმაური და დაპირისპირება იყო. საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს და იქ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს. ისინი პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტის შენობაში მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს. საკანონმდებლო ორგანოში ვერ შედიოდა პარლამენტის წევრი, „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც.

დაპირისპირება მოხდა „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ წევრ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის, რის შემდეგაც ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად შევიდა ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეტელი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირკალი კობახიძის თქმით, წერეთელმა პარლამენტის რეგლამენტი დაარღვია, რაც რეაგირების გარეშე არ დარჩება.

ვატო წერეთელი პარლამენტის შენობიდან ძალით გამოიყვანეს. მისი თქმით, უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძეს ელაპარაკებოდა და ეკითხებოდა, 5 ივლისს რატომ გაწერეს ჟურნალისტები, რაზეც ირაკლი კობახიძე მიუტრიალდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„მინდოდა კითხვები დამესვა, თვალებში ჩამეხედა და მეთქვა, რატომ მოაწყეს 5 ივლისის სისხლიანი ღამე თქვენზე, ჩვენზე და ყველაზე. მივედი და კობახიძემ შემომხედა და მითხრა, „შე ნაბიჭვარო“.

რაკლის ვეტყვი, ყველამ თავის კორუმპირებულ მედიპლომე ოჯახებს მიხედოს. მერე გამოვედი გარეთ, გამომაგდეს. არ ვიცი ვინ იყო, ვერც ვიცანი, დამესია 30 კაცი. ჩართვა მქონდა, მომმვარდნენ და ხელები გადამიგრიხეს. ხალხო, შიგნით უფრო დასაცავები ხართ, ვიდრე გარეთ“, – განაცხადა ვატო წერეთელმა ჟურნალისტებთან.

ტელეკომპანიების – მათ შორის „პირველის“, „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ – ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მისი მთავრობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომას ითხოვენ. მათ ეს მოთხოვნა გუშინ, „პირველის“ ოპერატორის, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააყენეს. ღარიბაშვილს თანამდებობის დასატოვებლად მიცემული ვადა დღეს, 12:00 ამოეწურა. ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგა. მან დღეს მთავრობის სხდომა გამართა და გუშინდელი საპროტესტო აქცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგ წარუმატებელ შეთქმულებად შეაფასა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]