weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

„გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი“ – რატომ არ მიიწვიეს მთავრობის ღონისძიებაზე 3 ტელეარხი

16:18 შაბათი, 17 ივლისი 2021

დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრთან ერთად, მახათას მთაზე ჯარის ქალაქის მშენებლობის პროცესის გაეცნო, სადაც კრიტიკული ტელეკომპანიების მთავარი არხის, ფორმულას და პირველის ჟურნალისტები არ მიიწვიეს. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ, აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს.

„დღეს რამდენიმე კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან დაისვა კითხვები, რატომ არ იყვნენ ისინი მოწვეული პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ღონისძიებაზე. პრემიერ-მინისტრი ყოველთვის პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს, დღესაც მან ყველა ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა.

„მთავარ არხს“, „ტვ პირველს“ და „ფორმულას“ არ აინტერესებთ პასუხები კითხვებზე, ისინი მუდმივად იქცევიან დესტრუქციულად და მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყვებიან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა, „ტვ პირველმა და „ფორმულამ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.

შესაბამისად, ამ მიზეზით დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების მოწვევა ღონისძიებაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელიც „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

ტელეკომპანიები „მთავარი არხი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა გააკრიტიკა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით სპეკულირებასა და მანიპულირებაში დაადანაშაულა.

„სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა – ეს არის სააკაშვილი დ მისი რადიკალური ჯგუფი. ყველა, ვინც ახლა არის გაერთიანებული მის გარშემო, რა თქმა უნდა, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც უკვე პირდაპირ არის ჩაბმული ამ პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს, რა თქმა უნდა, არ აისახება ჯანმრთელად და კარგად მედია გარემოზე, მაგრამ ეს მათი არჩევანია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეებმა 53 ჟურნალისტის, ოპერატორისა და ფოტოგრაფის მიმართ იძალადეს. ერთ-ერთი მათგანი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება მიუთითებს, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება.

ელექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, ასევე სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომის, ასევე ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნა დააყანეს. ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ – „მთავარმა“, „ფორმულამ“, „პირველმა“ და „კავკასიამ“ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტეს. თბილისში საპროტესტო აქციის გამართვა დღეს, 18:00 საათზეც იგეგმება. როგორც ტელეკომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პრემიერ-მინისტრი 5 ივლისის მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს და ძალადობის ყველა მონაწილე და ორგანიზატორი არ დაისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]