weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

პრემიერის თქმით, დედოფლისწყაროში, სადაც იქეიფა, მსუბუქი ეპიდვითარებაა

09:44 ორშაბათი, 09 აგვისტო 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში, ხალხმრავალ სუფრაზე, სადაც ისიც იმყოფებოდა, რეგულაციები არ დარღვეულა.

ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დედოფლისწყაროში მსუბუქი ეპიდვითარებაა და ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გაზომილი და შემოწმებული.

„ჩვენთვის საამაყო ახალგაზრდა კაცთან, ლაშა ბექაურთან, მისი მოწვევით ვიმყოფებოდი ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში, დედოფლისწყაროში. ორივენი ვართ აღნიშნული რაიონიდან. ჩავედი სოფელში, ხალხთან ერთად აღვნიშნეთ მისი ტრიუმფალური გამარჯვება. ამის შემდეგ გაიმართა... რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, ძირითადად, სოფლის მოსახლეობა, ახლობლები და მეგობრები. თქვენ არ ვიცი რა კადრები ნახეთ, მაგრამ იქ იყო ჩვეულებრივი დისტანცია, ჩვენ ვისხედით დისტანციის დაცვით, მეტ-ნაკლებად, როგორც შეგვეძლო.

ახლა მე შეგეკითხებით თქვენ გულწრფელად, ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟეთ, არ წახვიდოდით? ჩვენს მუნიციპალიტეტში, მე მანამდე ეს ყველაფერი გაზომილი და შემოწმებული მქონდა, ეპიდვითარება არის ძალიან მსუბუქი და მანამდე ძალიან ბევრი ადამიანი იყო წინასწარ გატესტილი და ყველაფერი იყო წესრიგში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მას შემდეგ, რაც „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პანდემიის დამარცხება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი. მისივე განცხადებით, მთავრობის უწყებათაშორისი საბჭო დღეს იმსჯელებს გარკვეული შეზღუდვების დაწესების საკითხზე.

7 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს თანასოფლელებმა საზეიმო დახვედრა მოუწყეს და სუფრა გაშალეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ხალხმრავალ სუფრასთან პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილიც ისხდნენ. იქვე იყვნენ სასულიერო პირებიც. 7 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც  273 კახეთში იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]