weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და 3-ში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას – სააკაშვილი

21:11 პარასკევი, 01 ოქტომბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე დაკავებამდე გადაღებული ვიდეო გამოქვეყნდა. ვიდეოდან ცნობილი გახდა, რომ მისი დაკავება თბილისში მოხდა.

„დიდი ალბათობით, მე ახლა დამაკავებენ თბილისში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არაფრის არ შეგეშინდეთ. ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და 3-ში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. აბა, თქვენ იცით. მე ვარ ძალიან მტკიცედ, მედგრად. ამისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი არ მქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეოში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საღამოს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მანამდე, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერები, ისე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უარყოფდნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]