weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს

00:48 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს, რადგან არ ეთანხმება მის მიმართ გამოტანილ განაჩენებს და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.

ნინო ლომჯარიამ განცხადება რუსთავის დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„მაინტერესებდა დაკავების გარემოებები, ხომ არ იყო არასათანადო მოპყრობა ან ძალის გადამეტების ფაქტი, ხომ არ ჰქონდა სხეულზე დაზიანებები და რა სამედიცინო საჭიროებები ჰქონდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის დააკავეს დღეს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. მისი თქმით, იმყოფებოდა მარტო, თავად გააღო კარი, დააკავა პოლიციამ, არ გაუწევია წინააღმდეგობა, შესაბამისად, ძალა გამოყენებული არ ყოფილა დაკავების დროს, არც შემდგომ. ამბობს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. ჯანმრთელობის მიმართულებებითაც რაიმე განსაკუთრებული აუცილებელი საჭიროებები არ აქვს.

აცხადებს შიმშილობას და როგორც უკრაინის მოქალაქე, ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას. ის არ ეთანხმება იმ განაჩენებს, რაც მის მიმართ არის გამოტანილი და მიიჩნევს, რომ არის უკანონო პატიმარი საქართველოში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას თქმით, სიღრმისეულად არ შეეხნენ საკითხს, რომელიც სააკაშვილი საქართველოში შემოსვლის გზებს ეხება და ვერ გააკეთებს კომენტარს, როგორ შემოვიდა ის ქვეყანაში.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნობილია ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ოთხი საქმე განიხილება. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით) გამოძიება მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]