weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

„ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ვულოცავ ამ დიდებულ გამარჯვებას – ღარიბაშვილი

20:58 შაბათი, 02 ოქტომბერი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მისი თქმით, ეს მერვე გამარჯვებაა.

„ვულოცავ „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ამ დიდებულ გამარჯვებას. ვულოცავ კახა კალაძეს და ყველა მერს ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენს პარტიას, ქვეყანას და ხალხს ვულოცავ. ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი გამარჯვება თქვენ გეკუთვნით, სრულიად საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას, ძვირფას საზოგადოებას. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერს.

ასევე, მინდა, მივმართო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს დავასრულეთ პოლარიზაცია ქვეყანაში. დღეს დავასრულეთ სიძულვილის და სიცრუის ეპოქა. ხვალიდან უნდა დაიწყოს სიმშვიდის, განვითარების, სტაბილურობის ხანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები აირჩიეს. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ახლა ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლის წინასწარ შედეგებს უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]